ჩვენ შესახებ

Kama Travel არის საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის სამოგზაურო გამოცდილებას სთავაზობს.

ჩვენი მომსახურება მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ტურებს, კულტურულ და შემეცნებით მოგზაურობებს, სათავგადასავლო ტურებს, სასტუმროების დაჯავშნას, ტრანსპორტირებას. თითოეული მოგზაურობა იქმნება ინდივიდუალური ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, პროფესიონალიზმის, ხარისხისა და ქართული სტუმართმოყვარეობის საფუძველზე.

შეტყობინება:

ჩვენი ტურისტული სააგენტო შეიქმნა ქართული კულტურითა და ტრადიციებით დაინტერესებული მოგზაურებისთვის. გეპატიჟებით აღმოაჩინოთ ინდივიდუალურად შემუშავებული ტურები და მარშრუტები საქართველოში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ჩვენი ტურები მთლიანად თქვენს ინტერესებსა და გრაფიკზეა დაფუძნებული 

ტურისტული კომპანიის დაარსების იდეა ნიდერლანდებში 3 წლიანი ცხოვრების შემდეგ გამიჩნდა. ჰოლანდია ჩემი მეორე სახლი გახდა და ჩემი ოცნება იყო, ჰოლანდიელებისთვის გამეცნო საქართველო, რომ დამეფასებინა მათი სითბო და სტუმართმოყვარეობა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კვლავ ისარგებლებთ ჩვენი მომსახურებით.

შპს „კამა თრეველ“