
ბახმარო
ბახმარო მთის კურორტია, რომელიც გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შავი ზღვა მის დასავლეთით, 50 კილომეტრშია და სწორედ ამიტომაც აქ ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის,რაც უნიკალურ გარემოს ქმნის.
ზაფხულში აქ საოცარი გარემოა. ეს ადგილი ნისლებისა და ღრუბლების სამეფოა, ამ სილამაზის აღბეჭდვა სრულად ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველაფერი თქვენი თვალით უნდა ნახოთ.