ბათუმი

ბათუმი

ბათუმი დასავლეთ საქართველოში, აჭარაში მდებარეობს. იგი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია მოელვარე სანაპიროებითა და მომხიბვლელი გარემოთი. ნაზავით. ქალაქიდან სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ აღმოჩნდეთ მწვანე მთებით, სუბტროპიკული ტყეებითა და თვალწარმტაცი ჩანჩქერებით მოცულ სამყაროში. აჭარის მაღალმთიან სოფლებში, რომლებშიც ჯერ კიდევ არ შეჭრილა ცივილიზაციის აურზაური, გაეცნობით უნიკალურ ტრადიციებს, ადგილობრივ სტუმართმოყვარეობასა და ნამდვილ ქართულ კულტურას.

ბათუმის დათვალიერება პირველ რიგში მის ქუჩებში გასეირნებით და XIX- XX საუკუნეების არქიტექტურის დათვალიერებით უნდა დაიწყოთ. ამ ქალაქში ასევე შეძლებთ ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი) საკულტო ნაგებობების მონახულებას. ბათუმისა და ზოგადად აჭარის ტერიტორიის უძველესი ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალაა (ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა) წარმოდგენილი ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. ეს მზიანი, ზღვისპირა ქალაქი რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ბულვარის, შადრევნების, თანამედროვე არქიტექტურის, იახტებისა და მზის ჩასვლის პეიზაჟის გარეშე. საბოლოოდ კი ამწვანებული წალკოტი - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მრავალფეროვანი მცენარეულობითა და ულამაზესი ხედებით, ნამდვილად მოგგვრით სიმშვიდესა და აღტაცებას.

გართობის მოყვარულებისთვის ბათუმში მუშაობს: აკვაპარკი, საცხენოსნო კლუბი, დელფინარიუმი, დაივინგცენტრი, პანორამული ბორბალი, გელოდებათ საზღვაო და ველოგასეირნებები, ფლაიბორდი, პარაპლანი.