ჭალაათის მყინვარი

ჭალაათის მყინვარი

ჭალაათის მყინვარი ტყის ზონაში შეჭრილი, მარტივად მოსანახულებელი მყინვარია. ისიამოვნეთ ლაშქრობით უზარმაზარი მყინვარის ენაზე, რომლის საფეხმავლო ბილიკიც თითქმის 3 კილომეტრის სიგრძეზეა გაშლილი.

ჭალაადის მყინვარი მესტიიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. მაღალი გამავლობის მანქანით 12 კილომეტრის გავლა შეგიძლიათ, რაც სალაშქრო მანძილის სიგრძეს (1 გზა) 3 კილომეტრამდე შეამცირებს. სალაშქრო ბილიკი ზღვის დონიდან 1670 მეტრზე იწყება და ადის 1950 მეტრამდე. ბილიკის პირველი 2 კმ მიუყვება ტყეს, ხოლო დარჩენილი 1 კილომეტრი მოგიწევთ ქვიან რელიეფზე ლაშქრობა. ჯამში ფეხით გასავლელი, იმ შემთხვევაში თუ საფეხმავლო ბილიკის საწყისამდე მიხვალთ 6 კილომეტრი გექნებათ (ორივე გზა). ბილიკი არის მარტივი სირთულის.