კუს ტბა

კუს ტბა

მშვიდი და მყუდრო რეკრეაციული ადგილია, რომელიც მეგობრულ აურას ქმნის, სადაც სხვადასხვა სახის აქტივობებით შეიძლება დაკავდე. შთამბეჭდავი მთის ხედი და ატმოსფერო, რომელიც ჰარმონიით აგავსებთ მალევე შეგიყვარდებათ. თუ დაიღალე და გსურს დროებით მშვიდ გარემოში განმარტოება, კუს ტბა მშვენიერი ადგილია ამისათვის.

ტბა პატარაა, მისი სიგრძე – 180, ხოლო სიგანე 50 მეტრია, თუმცა მას საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს. მის სანაპიროზე კეთილმოწყობილია პლაჟი; ტბაზე შეგიძლია, კატამარანით ან წყლის ველოსიპედებით გაისეირნო; პლაჟის გასწვრივ მოწყობილია სცენა და სეზონზე შაბათ-კვირას მუსიკალური ღონისძიებები იმართება.  ტბის სანაპიროზე ღია კაფეები მუშაობს.