
საბადურის ტყე
საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთში მდებარეობს და გამოირჩევა თავისი სილამაზით. ეს გამორჩეული ადგილი წლის ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარში და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია.
ტყეში ძირითადად გვხვდება წიფლისა და მუხის ხეები. ასევე სოკოების უამრავი სახეობა. ამ ტყის ბინადრები არიან მელიები, მგლები და შველები. საბადურის ტყეში ყველაფერია იმისთვის, რომ ბუნებასთან ერთად დაისვენოთ და დატკბეთ მომხიბვლელი პეიზაჟებით. აქ მოწყობილია საპიკნიკე და საკარვე ადგილები, ცეცხლის დასანთები წერტილები, საინფორმაციო დაფები.