შაორის ტბა

შაორის ტბა

შაორის წყალსაცავი/შაორის ტბა უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს შენაკადებითა და ნალექებით, რომლებიც მის ზედაპირზე მოდის. თუ გიყვართ ბუნება სიმწვანე და განტვირთვა ეს ადგილი თქვენთვისაა.

შაორის გარშემო ხშირი ტყით დაფარული ნაქერალას ქედია. აქ ყველა სეზონზე შეგიძლია ამოხვიდე, თუმცა ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც ლაჟვარდისფერი წყალი ტყიდან ყვითელს, მეწამულსა და ნარინჯისფერს ირეკლავს.

შაორის შემოგარენი დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილია. ტბა განსაკუთრებით ეკოტურიზმისა და თევზაობის მოყვარულებს იზიდავს. აქ კამკამა წყალში იცურავებ, ნავით ისეირნებ, ითევზავებ, ტყეში სოკოს, კენკრას დაკრეფ და ნაქერალას მწვერვალზე ლაშქრობას მოაწყობ.