სიყვარულის ჩანჩქერი

სიყვარულის ჩანჩქერი

სიყვარულის ჩანჩქერი რაჭა-ლეჩხუმჭი, ამბროლაურის შესასვლელში მდებარეობს. ჩანჩქერი დახავსებულ კლდოვან მასივზე გადმოედინება და საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნის.

იგი განსაკუთრებით ცნობილია გულის ფორმის შესასვლელის მქონე ქვაბულით. ეს სახელიც სწორედ ქვაბულის ფორმის გამო დაერქვა. სიყვარულის ჩანჩქერი რაჭის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა და უამრავ ტურისტს იზიდავს.