ყაზბეგი

ყაზბეგი

ყაზბეგი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მუნიციპალიტეტია. ყაზბეგის ბუნება სილამაზით გამოირჩევა. მთები, კლდეები, ჩანჩქერები და ალპური ტბები უამრავ დამსვენებელს, მოგზაურსა და მთის სპორტის მოყვარულს იზიდავს.

აქ აღინიშნება მრავალი დღესასწაული, რომელთა დროსაც ხევის წეს-ჩვეულებებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობით. ამ რაიონში შეგიძლიათ დატკბეთ მთის სიგრილით, ზამთარში თხილამურებით სრიალით, მეკლდურობით, საინტერესო ძეგლებით, მინერალური წყლებით, ამწვანებული ალპური მდელოებითა, წითელი ვულკანური კლდეებით და აივსოთ შთაბეჭდილებებით, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებებად იქცევიან.