თრუსოს ხეობის ტური
300.00 ₾ტურის ღირებულებაში შედის:
პროფესიონალი გიდი
ველოსიპედის ქირა
ჩაფხუტი
თრუსოს ხეობის ერთდღიანი ველო ტური საშუალებას გვაძლევს ველოსიპედით აღმოვაჩინოთ ყაზბეგის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა, მისი პატარა სოფლები, ისტორიული ადგილები და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები.
შეხვედრის ადგილი — სოფელი კობი
ტური იწყება სოფელ კობში, სადაც შევხვდებით ჯგუფს. ადგილზე თითოეული მონაწილე შეარჩევს შესაბამისი ზომის სამთო ველოსიპედსა და ჩაფხუტს.
ველოსიპედების მომზადებისა და მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ დავიწყებთ მოგზაურობას თრუსოს ხეობის სიღრმეში.
მარშრუტი
გზად მოვინახულებთ ხეობაში მდებარე სოფლებსა და საინტერესო ადგილებს:
კობი → ალმასანი → ოქროყანა → კეტრისი → აბანო → ზაქაგორი
მარშრუტის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა დავტკბეთ თრუსოს ხეობის მთებით, ფართო ველებითა და კავკასიონის ულამაზესი ხედებით.
ზაქაგორის მონახულების შემდეგ დავიწყებთ უკან დაბრუნებას. უკანა გზაზე მოვინახულებთ დედათა მონასტერს და მინერალური წყლების ტბას.
ტური სრულდება სოფელ კობში, იმავე ადგილას, საიდანაც დილით დავიწყეთ ველო ტური.
ტურის მონაცემები
საერთო მანძილი: 32 კმ
საერთო ამაღლება: დაახლოებით 500 მ
სირთულე: საშუალო
დაწყება/დასრულება: სოფელი კობი
ფასების ჩამონათვალი