ძველი თბილისი

ძველი თბილისი

ეს ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილია, რომელიც მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რომლებსაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა. ძველი თბილისი მოიცავს შემდეგ უბნებს: აბანოთუბანი - ხარფუხი (ანუ ტფილისი, შემდგომ სეიდაბადი), კალა, ისან - ავლაბარი, სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერე, ორთაჭალა, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი.

ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ეს უბანი გამოირჩევა აბანოთუბნით - დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით. ასევე ეკლესიებით და მუზეუმებით, შარდენის ქუჩით, სადაც განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები და სხვა. ძველი თბილისის კიდევ ერთი მთავარი ხიბლი არქიტექტურაა - ძველი ვიჭრო ქუჩები, ხის ჩუქურთმებიანი სახლები და აივნები.