გუდაური

გუდაური

გუდაური - პოპულარული სათხილამურო კურორტი ზამთარში და აქტიური დასასვენებელი ცენტრი ზაფხულში. სტეფანწმინდა (ყაზბეგი) არის სოფელი ყაზბეგის მთის ძირში. მთავარი სამიზნე არის გერგეტის სამების ეკლესია, რომელიც საქართველოს სიმბოლოა. 

კურორტი გუდაური თბილისიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. გუდაურში ჩასვლა შესაძლებელია მანქანით ან მიკრო ავტობუსით. მიკრო ავტობუსები  დიდუბის ავტოსადგურიდან დადიან. გუდაურის გზა თოვლისგან ყოველთვის გაწმენდილია და ნებისმიერი ავტომანქანით ჩასვლა მარტივად არის შესაძლებელი. თუმცა დიდთოვლობის დროს გზაზე წესდება შეზღუდვები და გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.