
გველეთის ჩანჩქერი
გველეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში და მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გველეთში. აქ ერთმანეთის გვერდით ორი ჩანჩქერი ჩამოდის - გველეთის პატარა და დიდი ჩანჩქერი. მათ შორის მანძილი კი დაახლოებით 750 მეტრია.
გველეთის დიდი და პატარა ჩანჩქერი გამორჩეულად ლამაზი ადგილებია და აქაურობა კიდევ უფრო შთამბეჭდავია აგვისტო-ოქტომბერში - ასკილის, კოწახურისა და ქაცვის მწიფობის დროს. ამ პერიოდში გველეთის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე არა მხოლოდ ბუნებაა მომნუსხველი, არამედ სურნელიც საოცარი დგას.