კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის დაბლობი შეიძლება ითქვას მთელი დასავლეთ საქართველოს სიმდიდრეა, უმეტესად კი - სამეგრელოსი. იგი ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე, პალიასტომის ტბის მოდამოებში მდებარეობს, აღმოსავლეთით და ესაზღვრება მდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა გაშლილი.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის განმავლობაშია რეკომენდებული. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი  კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში  100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.