ლისის ტბა

ლისის ტბა

ლისის ტბა თბილისელებისა და ამ ქალაქის სტუმრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი სივრცეა, სადაც წლის ნებისმიერ დროს ახვალ. ლისის ტბა 624 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, რაც, თბილისის სხვა უბნებთან შედარებით, ასეული მეტრით მეტია. შედეგად ლისზე ჰაერი უფრო სუფთა და ჯანსაღია - ამიტომაც უყვართ აქაურობა.

 

დაახლოებით 100 წლის წინ, როდესაც ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის შენება დაიწყო, გარემოს გასამწვანებლად ირგვლივ 1400-მდე სხვადასხვა ჯიშის მცენარე დაირგო. დღეს ტბის გარშემო მოწყობილია ველო და საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე 3 კილომეტრია; ასევე გამოყოფილია სავარჯიშო სივრცე. სანაპიროზე გაშენებულია სპორტული და საბავშვო მოედნები.

ადგილზე შესაძლებელია ველოსიპედის, ნავისა და წყლის ველოსიპედის ქირაობა. ტბასთან გახსნილია ღია კაფეები და რესტორანიც. აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ზაფხულში, რადგან საკმაოდ გრილა. ტბაში ბანაობაცაა შესაძლებელი - წყალი 28°C-მდე თბება და სანაპიროც კეთილმოწყობილია.

ტბის ირგვლივ თერმული წყაროებიც არის და ტბის ტერიტორიაზე გოგირდის აბანოა გახსნილი.

ტბას ერთი მხრიდან აკრავს წიწვოვანი ტყე, რომელსაც პიკნიკებისთვისაც იყენებენ.