
მთაწმინდა
მთაწმინდა ყველაზე მაღალი და ყველაზე ცნობილი მთაა თბილისის გარემომცველი მთებიდან. მისი სიმაღლე 770 მეტრია და აქ თუ ამოხვალ, ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან გადახედავ ქალაქს. პარკი ღიაა ყოველდღიურად, ოთხივე სეზონზე. აქ ასვლა შესაძლებელია როგორც სამანქანო გზით, ისე ულამაზესი ფუნიკულიორით - 1905 წელს აშენებული სამთო-საბაგირო რკინიგზით, რომლის ბილეთის შეძენასაც ადგილზეა შესაძლებელი. პარკში მოხვედრა რუსთაველის გამზირიდანაცაა შესაძლებელი, საბაგირო გზით, რომელიც პარკამდე 4 წუთში ამოგიყვანთ.
მთაწმინდაზე დგას თბილისის ერთ-ერთი სიმბოლო - ტელეანძა და გიგანტური „ეშმაკის ბორბალი“, რომლებსაც აქ ამოსვლამდე ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან დაინახავდი.
პარკ „ბომბორაში“ 3 თაობის ატრაქციონებია - საბავშვო, საოჯახო და ექსტრემალური. ფუნიკულიორის 3-სართულიან შენობაში კი, რომელიც თბილისის ისტორიულ-არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა, მრავალფეროვანი არჩევანია გურმანებისთვის.
ამ ყველაფრის ირგვლივ წიწვოვანი ტყე და იდეალური სასეირნო-საპიკნიკე ადგილებია. ქედან საფეხმავლო ბილიკები მიდის კუს ტბის, ნარიყალასა და სოლოლაკის მიმართულებით.