თამარ მეფის ხიდი

თამარ მეფის ხიდი

ეს ქვისთაღოვანი, კამაროვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე, სოფელ მახუნცეთის ტერიტორიაზე, მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს. მისი მეშვეობით მახუნცეთის ჩანჩქერთანაა მოხვედრა შესაძლებელი. ეს აჭარის ერთერთი დიდი თაღოვანი ხიდია, მისი სიგრძე 20 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 6 მეტრი.

დარგის ექსპერტები ადასტურებენ, რომ მშენებლებმა ხიდის ასაგებად, ქვასთან ერთად, კირისა და კვერცხის სპეციალური დუღაბი გამოიყენეს. არც იმას გამორიცხავენ, რომ ხიდის მშენებლობაზე წყლის ნაცვლად თხის რძეს იყენებდნენ. 

ფაქტია, რომ სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი დუღაბი ქვად იქცა და ხიდი ხალხს 800 წელი ერთგულად ემსახურა. ამბობენ, რომ ხიდის ბურჯებში ჩატანებულია ოქრო, რომელიც, დანგრევის შემთხვევაში, ხიდის აღსადგენად უნდა გამოეყენებინათ.

თამარის ხიდს ორჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დღემდე მოქმედია.