
უშგული
უშგული – ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, მუდმივად დასახლებული სოფელია, შხარას მთის განსაცვიფრებელი ხედებით, სვანური კოშკებითა და უნიკალური მოხატულობის უძველესი ტაძრებით, რაც ეგზოტიკურ და ზღაპრულ გარემოს ქმნის. უშგული 5 201 მეტრი სიმაღლის მწვერვალ შხარის კალთებზეა გაშენებული. ეს საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალია, დიდი კავკასიონის ქედზე კი მესამე ადგილს იკავებს.
უშგული არა რომელიმე კონკრეტული სოფლის, არამედ 5 პატარა სოფლისგან შემდგარი თემის სახელია. სწორედ ამ პატარა სოფლებიდან დაწყებულ ბილიკებს მივყავართ კავკასიონის დიდ მწვერვალამდე.
ფანტასტიკური ხედების გარდა, უშგულის თემის სოფლებში ნახავ: სვანური კოშკების სიმრავლეს და არაჩვეულებრივ სვანურ არქიტექტურას, საკულტო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებით.