ვარძია

ვარძია

ვარძია კლდეში გამოკვეთილი, 100 მ-ის სიმაღლეზე იარუსებად განლაგებული 13-სართულიანი ციხე-ქალაქია, რომელიც თამარ მეფის დროს აშენდა და მოიცავს  600-ზე მეტ სათავსოს, სატრაპეზოებს, სენაკებს, საკუჭნაოებს, დამხმარე სათავსოებსა და 25 მარანს, რომელშიც 185 ქვევრია განლაგებული. მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

ვარძია კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქია, მისი სიგრძე 900 მეტრია, სიმაღლეში სართულებად არის დაყოფილი, რომლებიც ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. ამ კლდოვან ქალაქს 900 წლის წინათ თანამედროვე ქალაქის ინფრასტრუქტურა ჰქონდა, მათ შორის - საკუთარი წყალსადენის სისტემაც. 

საუკუნეებმა, გამუდმებულმა ომებმა და მიწისძვრებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ეს უნიკალური ნაგებობა. დღეს 10 სართული და 15 კლდოვანი ეკლესიაა შემორჩენილი. კომპლექსის შუაგულში მთავარი ძეგლია - ფრესკებით მოხატული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი.