პროდაქშენი
ამა თრეველისა და პროდაქშენ სტუდიოს მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე გთავაზობთ პროდაქშენის სრულ მომსახურებას, კონცეფციიდან-საბოლოო პროდუქტამდე, ნებისმიერი სახის სირთულის პროექტზე.
სერვისი მოიცავს შემდეგს:
კინო, სატელევიზიო, სარეკლამო თუ სხვა ვიზუაური კონტენტის პროექტებისთვის საჭირო აპარატურას: კამერებს, გრაფებს, განათებას, ხმის აღჭურვილობას.
ასევე დაგეხმარებით საინტერესო ლოკაციების შერჩევაში.
რატომ საქართველოში
საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო ვიზუალური პროდუქციის (მხატვრული ფილმი, სერიალი, დოკუმენტური ფილმი, ანიმაცია, რეკლამა, რეალითი შოუ) შექმნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს შეუძლიათ ისარგებლონ 20-25% თანხის უკან დაბრუნების პროგრამით. თანხის უკან დაბრუნება ვრცედება პროგრამით განსაზღვრულ კვალიფიციურ ხარჯებზე, რომელიც უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს მხატვრული ფილმის და სერიალის შემთხვევაში, ხოლო 300 000 ლარს დოკუმენტური ფილმის, ანიმაციის, რეკლამის და რეალითი შოუს შემთხვევაში.